საპენსიო სააგენტოს თანამშრომლები გამწვანების აქციას გამართავენ

საპენსიო სააგენტოს თანამშრომლები გამწვანების აქციას გამართავენ.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიება
12 ივნისს, 18:30-ზე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 50-მდე ნეკერჩხლის დარგვა იგეგმება.
გამწვანებაში საპენსიო სააგენტოს დირექტორი, ლევან სურგულაძეც მიიღებს მონაწილეობას.
საკონტაქტო პირი – 599070907.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები