საქართველოში ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის პირველი შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ევროპის გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კომისიის (CEESP) სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
„ჩემთვის დიდი პატივია დავესწრო და გავხსნა საქართველოში გამართული ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის პირველი შეხვედრა. მოგეხსენებათ, ქვეყნისთვის გარემოს დაცვა პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია IUCN გამოცდილების გაზიარება და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გვაქვს“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.
მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს ტყის სექტორის განვითარების, დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით განხორციელებული სიახლეები გააცნო.
აღსანიშნავია, რომ IUCN ექვს თემატურ კომისიას, მათ შორის, ევროპის გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კომისიას (CEESP) აერთიანებს, სადაც ათი ათასამდე მეცნიერია რეგისტრირებული და რომელთა საქმიანობა, ძირითადად, ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვას, ეკოსისტემების მდგრად მართვას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები