ლევან სურგულაძემ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტური კონფერენცია გაიმართა.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, სტუდენტებმა ლევან სურგულაძეს საპენსიო რეფორმის შესახებ მომზადებული პრეზენტაციები წარუდგინეს.
მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ნაშრომები შემდეგ თემებზე მოამზადეს: საქართველოს საპენსიო რეფორმის სოციალური სიკეთეები, უცხო ქვეყნების საპენსიო რეფორმების გამოცდილება და გამოწვევები, საერთაშორისო საპენსიო რეფორმებისა და საქართველოს საპენსიო რეფორმის შედარებითი ანალიზი, საპენსიო რეფორმა და ეკონომიკური განვითარება. საპენსიო სააგენტოს დირექტორმა საუკეთესო ნაშრომის ავტორები გამოავლინა და მათ სერტიფიკატები გადასცა.
შეხვედრა ,,საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები