“ვი-თი-ბი ბანკის” კლიენტი შესაძლებელია, სახლიდან გაუსვლელად გახდეთ

“ვი-თი-ბი ბანკმა”  მომხმარებლებისთვის ონლაინდარეგისტრირების შესაძლებლობა დანერგა. როგორც ბანკში აცხადებენ, ინოვაციური მომსახურების მიღება ბანკის ვებგვერდიდან არის შესაძლებელი. მათივე ცნობით, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ტელეფონით გადაღებული საკუთარი ფოტოსა და ID ბარათის ატვირთვა, აგრეთვე, რეეგისტრაციის მოკლე და მარტივი ფორმის შევსება.
„ნებისმიერ პირს, რომელიც ბანკის მომხმარებლად ონლაინ დარეგისტრირდება, საჩუქრად გადაეცემა MasterCard Debit-ის ბარათი. ბანკის თანამშრომელი აღნიშნულ ბარათს კლიენტს ელექტროსკუტერით, თბილისის მასშტაბით სასურველ მისამართზე უფასოდ მიაწვდის. MasterCard Debit-ის ბარათით შესაძლებელია თანხის უფასოდ განაღდება საქართველოში არსებული ნებისმიერი ბანკომატიდან. ახალი მომხმარებელი უფასოდ ისარგებლებს მიღებული ბარათის დაზღვევით 1 წლით, ხოლო გატარებულ ტრანზაქციებზე გაორმაგებული ბონუსქულები დაერიცხება“, – აცხადებენ ბანკში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები