„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“: კონსორციუმმა დაასრულა ყველა საერთაშორისო ტენდერი და მზადაა პორტის მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადასასვლელად

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადების თანახმად, ისინი საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტისთვის ფინანსების მოსაზიდად ვადის გახანგრძლივების შესახებ მიესალმებიან.
მათივე ინფორმაციით, კონსორციუმმა დაასრულა ყველა საერთაშორისო ტენდერი, გამოავლინა გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები და მზადაა ანაკლიის პორტის მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადასასვლელად.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას სრულად აქვს მობილიზებული პროექტისთვის საჭირო კაპიტალი და ამის ოფიციალური გაცხადება მოხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მიაღწევენ შეთანხმებას.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მოცემულ ვადებში მაქსიმალურად ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს. კონსორციუმმა უკვე დაასრულა ყველა საერთაშორისო ტენდერი, გამოავლინა გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები და მზად არის ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალ, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადასასვლელად.

​რაც შეეხება სამშენებლო ვადებს – თუ შემდეგი ერთი თვის მანძილზე მთავრობასა და ბანკებს შორის მოხდა შეთანხმება მერვე პუნქტთან დაკავშირებით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ანაკლიის პორტი დადგენილ ვადებში – 2020 წლის ბოლოს – 2021 წლის დასაწყისში შეძლებს პირველი გემის მიღებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისათვის, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ში ვიზიტით ყოფნისას განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს და აღნიშნული საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. მისი თქმით, გაგრძელდება დიალოგი და კომუნიკაცია, რათა კონსორციუმმა შეძლოს აღებული ვალდებულებების შესრულება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები