კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია გერმანიის მთავარ მარეგულირებელ კომისიას (BLM) მასპინძლობს

კომუნიკაციების კომისიას, მედიააკადემიის კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობის მიზნით,  4-დღიანი ვიზიტით გერმანიის მარეგულირებელი კომისიის, BLM-ის პრეზიდენტი ზიგფრიდ შნაიდერი და კომისიის წარმომადგენლები სტუმრობენ.

„მოგეხსენებათ, რომ კომუნიკაციების კომისია ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებას სწორედ გერმანიის მარეგულირებელ კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი გამოცდილების გაზიარებით ახორციელებს. მედიააკადემია უკვე ერთი წელია BLM-ის მსგავსად, აქტიურად ატარებს სემინარებსა და უორქ შოფებს ჟურნალისტებისთვის. მოკლევადიანი სემინარებზე მედიააკადემია აქცენტს მულტიმედიური პროდუქტების შექმნასა და სოციალურ პლატფორმებზე ამბის თხრობის ეფექტიან ფორმებზე აკეთებს.

რამდენიმე წელია BLM-ს მედია სკოლის ბაზაზე რადიო სიხშირე აქვს, რომელიც 24-საათიან სრულფასოვან რადიო მაუწყებლობას ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული სწავლების მიზნით, გერმანიის მედიასკოლის სტუდენტები „ბავარია ტვ“-სთვის ერთსაათიან სატელევიზიო გადაცემას ამზადებენ, რომელიც ეთერში ყოველ დღე გადის. სწორედ რადიო  გადაცემებისა და სატელევიზიო პროდუქტის მზადების პროცესში ასწავლიან BLM-ის მედია სკოლაში სტუდენტებს, ანალოგიურად, პრაქტიკულ საქმიანობაზე დაყრდნობითა და გერმანული წარმატებული მოდელის მიხედვით მუშაობს მედიააკადემია“,- აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

მედიაკადემიაში გერმანული მოდელის დანერგვის მიზნით, კომისია ორჯერ იმყოფებოდა BLM-ში ვიზიტით, დღეს კი უკვე განხორციელებული პროექტების შეჯამება და სამომავლო გეგმების დასხვა საქართველოში კვლავ BLM-ის წარმომადგენლებთან ერთად მოხდა. გერმანელი კოლეგების შეფასებით მედიააკადემიამ უმოკლეს დროში დიდ წარმატებას მიაღწია და ეფექტური შედეგი დადო. ვიზიტის მიზანია ერთობლივად განისაზღვროს სამომავლო პროექტები, რომ კიდევ უფრო წარმატებულად გაგრძელდეს მედიაკადემიის საქმიანობა.

 „მთავარი ჩვენი გერმანელი კოლეგების მიდგომაში  პრაქტიკულ საქმიანობაზე დამყარებული სწავლების მოდელია, რომელიც  ყველაზე ეფექტურია.  ბევრი ევროპული განვითარებული ქვეყნის პრაქტიკის შესწავლის შემდეგ, სწორედ ზემოთ აღნიშნული  მიდგომის გამო  შევარჩიეთ გერმანული მოდელი და  დავაფუძნეთ მედიააკადემია, რომელიც მედიის წარმომადგენლების, ჟურნალისტების, მედია მენეჯერებისა და პროდიუსერების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს”, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.

მედიაკადემია აქტიურად მუშაობს ტელე და რადიო სტუდიების ტექნიკურ აღჭურვაზე. ტექნიკური სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც მოკლევადიანი სემინარების პარალელურად დაიწყება 3-6 თვიანი პრაქტიკული სასწავლო კურსები მედიის წარმომადგენლებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები