“უდაბნოს მტვრის ნაწილაკები” – საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჰაერის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს.
როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
“თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
4 ივნისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე და ქ.რუსთავში1.2-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში 1.8-ჯერ, 5 ივნისს ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ, რუსთავში 1.1-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში 3.1-ჯერ, 6 ივნისს თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ, ქ.რუსთავში 1.3-ჯერ, ქ.ქუთაისში 2.4-ჯერ, ხოლო ვარკეთილში უმნიშვნელოდ, 7 ივნისს ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ 1.1-ჯერ, რუსთავში 1.4-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში 5.1-ჯერ, 8 ივნისს თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, ქ.რუსთავში 1.2-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში 3.5-ჯერ, 9 ივნისს თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ქ.ქუთაისში 4.9-ჯერ, ხოლო ქ.რუსთავში უმნიშვნელოდ. 10 ივნისს თბილისში წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ, ქ.რუსთავში 1.1-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში 6.5-ჯერ. 5,6,7,8,9 და 10 ივნისს დაფიქსირებული მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება გამოწვეული იყო სინოპტიკური პროცესით – საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელებით.
ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ, ქ. ქუთაისში 1.1-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.
ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ნუცუბიძის IV მიკრორაიონი, გერმანულ სკოლასთან; ნუცუბიძის IV მიკრორაიონი, ბაგა-გაღი N44-თან; ვაჟა-ფშაველას გამზ.N62, საჯარო სკოლა N151-თან; დგებუაძის ქ.N8, საჯარო სკოლა N150-თან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.
ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge”, – აცხადებენ ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები