საქართველოში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 1 წუთის ინტერვალით დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი ბიძგები ახალციხეში, სოფელ აწყურთან ახლოს  12:44 წუთზე დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემაც 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.
ერთი წუთის შემდეგ, ბიძგები, 12:45 წუთზე კვლავ სოფელ აწყურთან დაფიქსირდა. განმეორებითმა ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შედაგინა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები