თბილისში გარკვეულ ტერიტორიებზე სამშენებლო ნებართვების გაცემა შეჩერდა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ჟვანიას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, ვარაზისხევის ზედა ნაწილზე სამშენებლო ნებართვების გაცემა შეჩერდა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩატარებული კვლევის შედეგად მიიღეს.
კალაძის განცხადებით, მერიის მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც დავუკვეთეთ, ეხება ვარაზისხევის ზედა ნაწილზე ჩატარებულ კვლევას, ასევე, ჟვანიასა და მიმდებარე ქუჩებს. ჩვენ ბევრი კრიტიკა მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აქ იყო ძალიან ბევრი სამშენებლო მოედანი გამზადებული მშენებლობების განსახორციელებლად. ძალიან დიდი შემოტევა იყო ინვესტორებისგან, თუმცა უსაფრთხოება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაჩერეთ ყველა ეს სამშენებლო ნებართვა, რომელიც იყო გამზადებული იმისთვის, რომ გაგვეცა ნებართვები და დავუკვეთეთ კვლევა, რომ გაგვეგო, რეალურად, არის თუ არა საფრთხისშემცველი ფერდები და ქუჩები”, -განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ მოადგილეს, მაია ბითაძეს სთხოვა, დასკვნა წარმოედგინა. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, მოლოდინი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით მერიას ჰქონდა, დადასტურდა.
“ჟვანიას ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის, ასევე, მარცხენა ფერდების კვლევა თქვენი დავალების შესაბამისად ჩატარდა. მოხდა ძალიან დეტალური კვლევა ორივე ფერდისა. კვლევა 200 ჰექტარზე ჩატარდა. სამწუხაროდ, ის მოლოდინი, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ ფერდებთან დაკავშირებით, დადასტურდა. განსაკუთრებით საუბარია მარჯვენა ფერდის მძიმე გეოლოგიურ მდგომარეობაზე იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ახალი მენეჯმენტის ფარგლებში არცერთი სამშენებლო ნებართვა გაცემულა ამ ტერიტორიაზე და დამტკიცებული გრგ (განაშენიანების რეგულირების გეგმა) შეუსაბამო გრგ-დ იქნა გამოცხადებული. ამ კვლევამ ეს ყველაფერი დაადასტურა, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით, როდესაც გამზადებული ნებართვები არ გავეცით”,-აღნიშმა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები