თემქის ხევში ახალი საქალაქო პარკის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თემქის ხევში ახალი საქალაქო პარკის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა.
მისივე თქმით, ტენდერის გამოცხადებამდე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევები, რომლებმაც ტერიტორიის განვითარების პერსპექტივა განსაზღვრა.
„არსებული პარკების მოვლა-პატრონობა, რეაბილიტაცია, მოწესრიგება მნიშვნელოვანია, მაგრამ ქალაქში უნდა აშენდეს ახალი საქალაქო პარკები, რაც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის რჩევაც იყო. თემქის ხევში, რომელიც 20 ჰექტარზეა გადაჭიმული, ჩატარდა წინასაპროექტო კვლევა. უკვე გვაქვს გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, დენდროლოგიური და სხვა ტიპის დასკვნები. ეს ადგილი განისაზღვრა იმისთვის, რომ აქ ავაშენოთ ახალი საქალაქო პარკი. მართლაც ულამაზესი ადგილია. სამუშაოების დასრულების შემდეგ ძალიან მაგარი პარკი გამოვა – მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საფეხმავლო და ველობილიკებით, დასასვენებელი ადგილებით, საბავშვო სივრცეებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
​მისივე თქმით, აღნიშნულ კონკურსზე წინადადებების წარდგენა 17 ივნისს დასრულდება, პროექტის ღირებულება კი 413 000 ათას ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები