„საქართველოს ბანკის“ კლიენტებისთვის Adizes-ის ინსტიტუტმა სემინარი გამართა

„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით საერთაშორისოდ ცნობილმა ადიზესის ინსტიტუტმა ბანკის კორპორაციული, მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებისთვის სემინარი გამართა.
სემინარის მთავარი თემა იყო – როგორ შევუწყოთ ხელი ეფექტურ ტრანსფორმაციას მეწარმეობიდან პროფესიულ მენეჯერობამდე. სემინარს, რომელსაც თავად იცხაკ ადიზესი ონლაინ რეჟიმში ერთვებოდა, 50-ზე მეტი ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერი, „საქართველოს ბანკის“ პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა.
იცხაკ ადიზესმა სემინარის მონაწილეებს საკუთარი 40-წლიანი გამოცდილება გაუზიარა იმ მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც კორპორაციებს აძლევს შესაძლებლობას, დესტრუქციული კონფლიქტების გარეშე, დაჩქარებული ცვლილებებით მიაღწიოს განსაკუთრებულ შედეგებს. მან ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებსა თუ წესებზე, რომლებიც ეხმარება ბიზნესს, სწორად მართოს პროცესები.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, აქტიურად შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, როგორც დაფინანსების, ისე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ საერთაშორისოდ აღიარებული საკონსულტაციო კომპანიისა და მისი ხელმძღვანელის მიერ გამართული სემინარი დაეხმარება ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს სამომავლო განვითარებაში, სწორი ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ეფექტურობის გაზრდაში“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.
ინფორმაციისთვის, Adizes-ის ინსტიტუტი არის საერთაშორისოდ ცნობილი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 52 ქვეყნის კერძო და საჯარო კომპანიებს უწევს კონსულტაციას სტრატეგიული მენეჯმენტის, ორგანიზაციების სწორად სტრუქტურირების, სწრაფადმზარდი ორგანიზაციების მართვის მიმართულებით. ინსტიტუტის დამაარსებელი, იცხაკ ადიზესი Leadership Excellence Journal-მა და ჟურნალმა Executive Excellence-მა ამერიკის შეერთებული შტატების 30 საუკეთესო ლიდერსა და კონსულტანტს შორის დაასახელა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები