2019 წლის „მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო სამი პოზიციით დაწინაურდა

2019 წლის „მშვიდობის გლობალურ ინდექსში“, შარშანდელ რეიტინგთან შედარებით, საქართველოს სამი პოზიციით დაწინაურდა და 163 ქვეყანას შორის საქართველო 99-ე ადგილზეა.
მშვიდობის გლობალური ინდექსის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც 2008-დან 2019 წლამდე პერიოდში 20%-ით უფრო მშვიდობიანი გახდა“.

„მშვიდობის გლობალური ინდექსის“ ავტორი ლონდონის ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტია. ექსპერტები ყოველწლიურად 160-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას იკვლევენ. ქვეყნებს რამდენიმე კრიტერიუმით აფასებენ. მათ შორისაა ომი, ტერორზიმი, პოლიციელების მხრიდან ძალადობა, შეიარაღების ექსპორტი, საზოგადოების ერთიანობა და ადამიანის უფლებები დაცვა.

ყველაზე მშვიდობიან რეგიონად 2019 წელს ევროპაა აღიარებული. ავტორების თქმით, ამას ხელი შეუწყო ევროპაში ტერაქტების რაოდენობის შემცირებამ.

რეიტინგში პირველ ადგილზეა ისლანდია. მეორეა ახალია ზელანდია, ხოლო მესამეზე პორტუგალია.
რუსეთი კვლევის ავტორთა შეფასებით 154-ე ადგილზეა. უკრაინა 150-ე ადგილს იკავებს.
ცნობისთვის, პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო შედეგი აქვს ლატვიას, ესტონეთსა და ლიეტუვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები