მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვართ წარმატებული დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით და გვსურს, ეს წარმატება კიდევ უფრო გავაძლიეროთ

“ჩვენ ვართ წარმატებული დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით და გვსურს, ეს წარმატება კიდევ უფრო გავაძლიეროთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორისაა დემოკრატიის კონსოლიდაცია.
“იქედან გამომდინარე, რომ დემოკრატიის კონსოლიდაცია არის მუდმივი პროცესი, რომელსაც სჭირდება აქტიური რეფორმები, ეს არის ოთხი მიმართულებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ჩვენ ყოველი შეხვედრისას აქტიურად ვიხილავთ. ჩვენ ვართ წარმატებული დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით და გვსურს, ეს წარმატება კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ბუნებრივია, ეს არის მიზანი და მოტივაცია იმისა, რატომაც დაიწყო რეფორმების მეოთხე ტალღა სასამართლო სისტემაში. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან იმ რეფორმების გზაზე, რომელსაც ვახორციელებთ, რეფორმების იმ შინაარსში რომელიც წარდგენილია და ემსახურება ერთ რამეს – საქართველოში დემოკრატიული რეფორმები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს არის იმის აღიარება, რომ საქართველოში ჩატარებული რეფორმები არის წარმატებული და იმისა, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი რეფორმები იქნება ისეთივე წარმატების მომტანი, როგორიც იყო წინა რეფორმები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები