მამუკა ბახტაძე: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტია

“აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, დოკუმენტი აფასებს სტრატეგიული პარტნიორობის განვლილ 10-წლიან პერიოდში მიღწეულ საერთო წარმატებას და აყალიბებს იმ პოლიტიკურ ხედვას, რომელიც განმსაზღვრელი იქნება სტრატეგიული პარტნიორობისთვის შემდგომი წლების მანძილზე.
 
“დოკუმენტი მოიცავს ყველა მიმართულებას – უსაფრთხოების საკითხებს, სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, საერთაშორისო პოლიტიკას რეგიონთან მიმართებაში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოტენციალის რეალიზაციის უზრუნველყოფას, მეტ ამერიკულ ინვესტიციას საქართველოში და ყველა იმ მიმართულებას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ქართული სახელმწიფოსთვის”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები