ზვიად ძიძიგური: 2012 წლიდან ჩვენ ჩავატარეთ ორი საპარლამენტო არჩევნები, ორი საპრეზიდენტო არჩევნები და ორი თვითმმართველობის არჩევნები და ყველა შემთხვევაში ,,ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებლად მოიგო

ვის ეძახიან ისინი კრიმინალებს? 350 ათასი პრობაციონერი იყო საქართველოში და თუ ამ ადამიანებს ჩვენმა ოპონენტებმა პოლიტიკური აქტიურობის უფლება ჩამოართვეს, ვერ გეტყვით, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

მან უპასუხა ოპოზიციის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ კრიმინალების მობილიზების გზით გაიმარჯვა.

„მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლიდან ჩვენ ჩავატარეთ ორი საპარლამენტო არჩევნები, ორი საპრეზიდენტო არჩევნები და ორი თვითმმართველობის არჩევნები და ყველა შემთხვევაში ,,ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებლად მოიგო. ვის ეძახიან ისინი კრიმინალებს? 350 ათასი პრობაციონერი იყო საქართველოში და თუ ამ ადამიანებს ჩვენმა ოპონენტებმა პოლიტიკური აქტიურობის უფლება ჩამოართვეს, ვერ გეტყვით.

რაც შეეხება იმ ერთ კონკრეტულ პირს, რომელზეც გიგა ბოკერია საუბრობდა, დარწმუნებული ვარ, რომ მასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები ან მოკვლევას დაიწყებენ, ან განმარტებას გააკეთებენ, იმიტომ რომ არავინ არ არის ყველა ინციდენტის გამოძიებაში ისე დაინტერესებული, როგორც მმართველი ძალა“, – განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები