მამუკა ბახტაძე: დღეს საქართველო სტაბილური დემოკრატიის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების, მზარდი ეკონომიკის და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მქონე ქვეყანაა

დღეს საქართველო სტაბილური დემოკრატიის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების, მზარდი ეკონომიკის და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მქონე ქვეყანაა და საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორც ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკლ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გახდეს ოქროს სტანდარტი ბიზნესის წარმოების სიმარტივის და იურიდიული გამჭვირვალობის კუთხით.

“ინვესტიციებს იზიდავს შესაძლებლობები, სადაც ბარიერები ყველაზე დაბალია. გადასახადები საქართველოში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ეკონომიკური თავისუფლების კუთხით, ქვეყანა მე-7 პოზიციას იკავებს მსოფლიოში, ხოლო კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, ჩვენ შევდივართ ევროპის მოწინავე ოცეულში. მადლობელნი ვართ რეფორმების განხორციელების პროცესში თქვენი ჩართულობისთვის და სიამაყით აღვნიშნავთ ამ წარმატებაში ამერიკის შეერთებული შტატების წვლილს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები