ირაკლი კობახიძე: მამუკა ბახტაძე არის პრემიერმინისტრი, რომელიც აქტიურად არის ჩართული თავის საქმიანობაში და მას მთლიანად გუნდის მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა

მამუკა ბახტაძე არის პრემიერმინისტრი, რომელიც აქტიურად არის ჩართული თავის საქმიანობაში და მას აქვს სრული მხარდაჭერა მთლიანად გუნდის მხრიდან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ტელეკომპანია ,,პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვინ სად იქნება ამას გუნდი გადაწყვეტს.

,,პრემიერმინისტრი არის მამუკა ბახტაძე, რომელიც აქტიურად არის დაკავებული საკუთარი ფუნქციების შესრულებით, მას ჰქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ის ამ საქმიანობას, ბუნებრივია, გააგრძელებს.
რაც შეეხება ზოგადად იმას, თუ ვინ სად შეიძლება იყოს ზოგადად მომავალში, სად ვიქნები მე, სად იქნება ერთი, მეორე, მესამე, ამას გუნდი გადაწყვეტს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოება მიიღებს, რა თქმა უნდა, სათანადო ინფორმაციას.
მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მამუკა ბახტაძე არის პრემიერმინისტრი, რომელიც აქტიურად არის ჩართული თავის საქმიანობაში და მას აქვს სრული მხარდაჭერა მთლიანად გუნდის მხრიდან.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, კონკრეტულად ეს გადაადგილება არის გამორიცხული, ეს ცალსახად შემიძლია უარვყო; რაც შეეხება ზოგადად პოლიტიკოსის მომავალს, ეს არის დამოკიდებული გუნდის გადაწყვეტილებაზე და სადაც როგორ არის საჭირო, ბუნებრივია, ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები