მამუკა ბახტაძე: ბოლო 10 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან დინამიკურ და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას მივაღწიეთ

ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დინამიკურ და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას მივაღწიეთ და ჩვენმა კავშირებმა უპრეცედენტო დონეს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს ხაზი გაუსვა.

“2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და განახორციელა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია. ამ კრიზისის შემდეგ საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნეს პლატფორმა, რომელიც ემსახურება საქართველოს აღმშენებლობის, მისი ინსტიტუტების განმტკიცების, დემოკრატიული განვითარების და კანონის უზეუნაესობის უზრუნველყოფის, ასევე ჩვენს სახელმწიფოებს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის და ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავების მიზანს.საქართველოს მიღწევების დიდი ნაწილი სწორედ აშშ-საქართველოს წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობის უშუალო შედეგია, რომლის მე-10 წლისთავს ჩვენ დღეს აღვნიშნავთ. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დინამიურ და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას და ჩვენმა კავშირებმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები