კოპალიანი ბოკერიაზე: “კომუნისტური პარტიის“ წევრობა რომ ახსენა, ალბათ უფრო უპრიანი იქნება, საკუთარ ოჯახში ჩაიხედოს

დღეს ოპონენტმა “კომუნისტური პარტიის“ წევრობა რომ ახსენა, ალბათ უფრო კარგი და უპრიანი იქნება, საკუთარ ოჯახში ჩაიხედოს – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადების შეფასებისას განუცხადა.
როგორც კოპალიანმა აღნიშნა, გიგა ბოკერიას მამა საბჭოთა რუსეთში, ტრანსციმბირულ მაგისტრალზე, სამხედრო სტრატეგიულ გზას აშენებდა.
​„ამ პარტიის წევრი ვიყავი და 90-იან წლებში მანდატი ერთ-ერთმა პირველმა დავტოვე, მაგრამ მათი ოჯახის წევრები რუსეთში, ტრანსციმბირულ მაგისტრალზე მუშაობდნენ, რუსეთის იმპერიის სამხედრო სტრატეგიულ გზას აშენებდნენ და ეს პოლიტიკური ნების გარეშე არ იქნებოდა. ეს იყო პარტიული ნომეკლატურა. ვის ვგულისხმობ და ბოკერიას მამას. 1990 წელს კომუნისტური პარტიის წევრი 400 ათასი ადამიანი იყო, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი ზვიად გამსახურდიასა და ეროვნულ ინტერესებს დაუჭირა. კომუნისტური პარტია ეკლესიებს ანგრევდა და რწმენასა და ეროვნულობას დევნიდა, მაგრამ 21-ე საუკუნეში ეკლესიას რომელი პარტია ანგრევდა და ქართულ მენტალიტეტს დევნიდა? თუ წარსულზე ვსაუბრობთ, აქედან გამოვიდეთ. 50 წლის წინანდელ ამბავს ნუ გვახსენებენ, რადგან იმ 400 ათასი ადამიანი, რომელთაც პარტიული მანდატი ჰქონდათ, ქართულ საქმეს აკეთებდნენ, ისინი იყვნენ მეცნიერები, მწერლები, აკადემიკოსები. დამისახელეთ, ცუდი რომელი იყო? გიგა ბოკერია პირველ რიგში შეურაცხყოფას მის მშობლებსა და იმ ადამიანებს აყენებს, ვინც წარსული შექმნა“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები