ლევან იზორია აზერბაიჯანში სამმხრივ მინისტერიალს დაესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. 12 ივნისს  ქალაქი გაბალა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ჰეიდარ ალიევის კონგრესის ცენტრში გაიმართება.
„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან – გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან. საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ 2019 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერება ხელი. საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროების ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს კი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აქართან განიხილავს.
ორმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება, სადაც კოლეგები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. სამმხრივ ფორმატში თავდაცვის მინისტერიალი მეშვიდედ იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები