ნორვეგიაში 55 ადამიანი წყლით მოიწამლა

ნორვეგიის სამხრეთით მდებარე ქალაქ ასკიში 55 ადამიანი სასმელი წყლით მოიწამლა.
ბაქტერია წყალში ჯერ კიდევ წინა კვირას აღმოაჩინეს, თუმცა დაბინძურების წყაროს ამ დრომდე ვერ მიაგნეს.
ასკის მერის მოადგილის, ბაარდ ესპელის თქმით, ნაწლავის ჩხირის ბაქტერია სასმელი წყლის რეზერვუარში აღმოაჩინეს. მისივე თქმით, რეზერვუარი უკვე დახურულია, თუმცა ამ დრომდე უცნობია, საიდან მოხვდა ბაქტერია წყალში.
საერთო ჯამში,  55 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათგან 13 ბავშვია. ყველა მათგანი უკვე გაწერილია სახლში.
​ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ წინა კვირას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციით ერთი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ბავშვის გარდაცვალება სასმელი წყლის დაბინძურებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები