დღეს, 18:40 საათზე მამუკა ბახტაძე მაიკლ პომპეოსა და ჯონ ბოლტონს შეხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შეხვდება. შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში თბილისის დროით 18:40 საათზე დაიწყება. მოლაპარაკებების შემდეგ, მამუკა ბახტაძე და მაიკლ პომპეო მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია საქართველოს პრემიერმინისტრის შეხვედრა “თეთრ სახლში”. მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს.
12 ივნისს პრემიერმინისტრი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციას გახსნის, რომელიც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში, მამუკა ბახტაძე შეხვედრებს გამართავს სენატორებსა და კონგრესმენებთან, საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები