ევროკავშირის 13 ქვეყანა ახალი წევრების მიღებას უჭერს მხარს

ევროკავშირის 13 ქვეყანა ორგანიზაციის გაფართოებასა და ახალი წევრების მიღებას უჭერს მხარს. ამის შესახებ გამოცემა “ევროაქტივი” წერს.
წყაროს ცნობით, შესაბამის პროექტს აღნიშნული ქვეყნები ბრიუსელში ხვალ წარადგენენ.
ევროკავშირის გაფართოებას მხარს, ძირითადად, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები უჭერენ. ესენია – ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, იტალია, ავსტრია, ხორვატია, სლოვენია და მალტა.
როგორც “ევროაქტივის” ანონიმურმა წყარომ ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნული ქვეყნები ევროკავშირში ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას მოითხოვენ.
დიპლომატების თქმით კი ამ განცხადებით  13 ქვეყნის ხელისუფლება თანხმდება იმაზე, რომ ევროკავშირის ინტეგრაცია და გაფართოება პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს.
ევროკავშირში ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია ევროკომისიამ უკვე გასცა, თუმცა გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს. როგორც ცნობილია, საფრანგეთი და ნიდერლანდების სამეფო ამ ეტაპზე ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგ არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები