ყაზახეთში არასანქცირებული აქციის მონაწილემ პოლიციელს ფეხი მოტეხა

ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქში ალმათში გრძელდება არასანქცირებული შეკრებების სერია.
დღეს გამართულ დემონსტრაციაზე  ერთ-ერთმა მონაწილემ სამართალდამცველს ცემა, ამასთან, დემონსტრანტები პოლიციის მანქანებს ქვებს ესროდნენ და ავტოსაგზაო მოძრაობის პარალიზებას ცდილობდნენ.
აქციის მონაწილემ საგზაო პატრულის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც პოლიციელმა მარჯვენა ბარძაყის ძვლის დახურული მოტეხილობა მიიღო.
კანონდამრღვევი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მალევე დააკავეს.
ყაზახეთში 9 ივნისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა გუშინ  ალმატში საპროტესტო აქცია გამართეს. პოლიციამ აქციის 100-მდე მონაწილე დააკავა. ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა.
არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 10 ივნისს გამართულ აქციაზე პოეტი რინატ ზაიტოვი დააკავეს.
ამასთან, ერთ-ერთმა დაკავებულმა ქალმა სამართალდამცველების ავტობუსში თვითდაზიანება მიიყენა და მის დასახმარებლად სასწრაფო გამოიძახეს.
არჩევნების დღესვე, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში საპროტესტო აქციების დროს, 500 კაცი დააკავეს. დემონსტრანტებს მიაჩნიათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არასამართლიანი იყო და შედეგი წინასწარ განსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები