საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 7 ივლისს გაიმართება

0

საბერძნეთის პრეზიდენტმა, პროკოპის პავლოპულოსმა პრემიერმინისტრის, ალექსეი ცირპასის თხოვნა დააკმაყოფილა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამეტო არჩევნები დანიშნა.
“ევროპარლამენტის არჩევნებმა ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდი 4 თვით გაზარდა. მე ვალდებული ვარ, გაგაფრთხილოთ, რომ ამან შეიძლება, საბერძნეთის ეკონომიკაში კრიზისი გამოიწვიოს”, – უთხრა ციპრასმა პრეზიდენტ პავლო პულოსს.
პრემიერმინისტრის თქმით, ის არჩევნებამდე პოსტზე დარჩება და რამდენიმე მინისტრს დანიშნავს. ისინი მოვალეობის დროებითი შემსრულებლები იქნებიან.
ციპრასმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტია დამარცხდა.
ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო.

კომენტარები

კომენტარი