ავარია თურქეთში – დაიღუპა 4 და დაშავდა 50-მდე ადამიანი

თურქეთში, ბანდირმის რაიონში ტურისტული ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 49 ადამიანი. ინფორმაციას ინციდენტის შესახებ NTV ავრცელებს.
ინციდენტის ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, ასევე, სამართალდამცავი უწყებები.
როგორც ცნობილია, დაღუპულებიდან 3 ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი  – საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. ყველა დაშავებული სხვადასხვა საავადმყოფოშია  გადაყვანილი.
ცნობისთვის, გასულ კვირას დუბაიში, ასევე, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ტურისტული ავტობუსის 17 მგზავრი დაიღუპა.
გარდა ამისა, ავტობუსის ავარიის შედეგად ნიგერიაში დაიღუპა 18 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები