სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა

“სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის”დამფუძნებელი, ზვიად კუპრავა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პატიმრობაში დარჩა.
სასამართლოს სხდომაზე განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოყვა.
დღევანდელ სხდომაზე, სადაც უნდა განხილულიყო მხარეების რეპლიკები, ასევე, მოსამართლეს დაგეგმილი ჰქონდა განაჩენის გამოცხადება, პროკურორი არ გამოცხადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით. ამიტომ, მოსამართლემ განაჩენის გამოცხადება გადაადო.
ცნობისთვის, გამოძიება კუპრავას 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ფაქტზე ედავება, სადაც მას სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებენ.
სასამართლოს შენობაში მოსამართლის შეურაცხყოფისთვის მას ბრალი 366-ე მუხლით წარედგინა. აღკვეთის ღონისძიებად კუპრავას გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა კი, გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს და მას ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალდება.
გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა პატიმრობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები