ბუდაპეშტში დუნაიდან ამოყვანილ ნავზე კაპიტნისა და მგზავრების ცხედრები იპოვეს

მაშველებმა ბუდაპეშტში მდინარე დუნაიდან ჩაძირული ტურისტული ნავი ამოიყვანეს, რომელზეც 4 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას გამოცემა Yonhap-ი ავრცელებს.
ადგილობრივი სამართალდამცავი უწყების განცხადებით, ბორტზე კაპიტნისა და სამი სამხრეთ კორეელი ტურისტის გვამები იპოვეს.
“4 ცხედარი, რომელთაგან 3 კორეელია, აღმოჩენილ იქნა ჩაძირულ ტურისტულ ნავზე, რომელიც დღეს დილით დუნაიდან ამოვიყვანეთ. ნავი მას შემდეგ ჩაიძირა, რაც 2 კვირის წინ ლაინერი ტურისტულ ნავს უკნიდან დაეჯახა. ინციდენტის შედეგად 26 სამხრეთ კორეელი დაიღუპა ან უკვალოდ დაიკარგა”, – ნათქვამია სამართალდამცავი უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ტრაგედია დუნაიზე 29 მაისს მოხდა. მცირე ზომის ტურისტული ნავი მდინარე დუნაიზე რეისს ახორციელებდა, როდესაც ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობასთან ახლოს, უკნიდან ძვირადღირებული გემი დაეჯახა. ტურისტული ნავი ავარიიდან რამდენიმე წამში ჩაიძირა, ბორტზე სულ 35 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან მხოლოდ შვიდი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
​მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გემის უკრაინელი კაპიტანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები