სოფო კილაძე: სახელმწიფო ინსპექტორის უწყება ეფექტიანი მექანიზმია

“სახელმწიფო ინსპექტორმა ახალი ფუნქციები შეიძინა – ზედამხედველობა და საგამოძიებო ფუნქცია სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ შესაძლო, სავარაუდო დარღვევებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. ეს არის ეფექტიანი მექანიზმი, რომ კითხვები გაქრეს იმის თაობაზე, თუ როგორ იძიებენ სამართალდამცველები თავიანთ უწყებაში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს.
“ლონდა თოლორაიას კანდიდატურას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა და ვფიქრობთ, მისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ადამიანი შესაფერისი კანდიდატურაა ამ თანამდებობაზე. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მას მხარს დაუჭერს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორს აირჩევენ. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე წარდგენილნი არიან ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები