ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანოა, პარლამენტი უფრთხილდება მის ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას

„კობა გვენეტაძესთან ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, მკვეთრად შეიცვალა საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ანგარიშის განხილვის ფორმატი როგორც კომიტეტებზე, ასევე – საპარლამენტო სესიაზე“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ აქამდე სებ-ის ანგარიშის წარდგენა კომიტეტზე ფორმალურ ხასიათს ატარებდა, ახლა მიმდინარეობს „შედეგებისა და ცალკეული საკითხების სიღრმისეული, ფუნდამენტური, ნამდვილად პროფესიონალური განხილვები“.
„ამავე დროს, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანოა, საქართველოს პარლამენტი უფრთხილდება მის ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას, ამასთანავე, ახორციელებს ეროვნული ბანკის საქმიანობის საპარლამენტო კონტროლსა და ზედამხედველობას“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები