კობა გვენეტაძე: გაუფასურების დროს ინტერვენცია კონტრპროდუქტიულია, თუ განსაკუთრებით დიდ ერთჯერად მოვლენასთან არ გვაქვს საქმე

“საქართველოს სავალუტო ბაზარი არ არის ისეთი პატარა, როგორიც ადრე იყო, როდესაც კურსის ფორმირებაზე რამდენიმე მილიონს შეეძლო, გავლენა მოეხდინა”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
“აქედან გამომდინარე, გაუფასურების დროს ინტერვენცია კონტრპროდუქტიულია, თუ განსაკუთრებით დიდ ერთჯერად მოვლენასთან არ გვაქვს საქმე. გაუფასურების შემთხვევაში, მოკლევადიან რყევებზე მოლოდინების ჩასაქრობად ჩარევა კონტრპროდუქტიულია, რადგან აღვივებს სპეკულაციურ მოლოდინებს და უფრო მეტ გაუფასურებას იწვევს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია, ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტა შეიძინოს. „გარდა ამისა, ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას თუ არ შეიძენს და კურსს მოკლევადიან პერიოდში უფრო მეტად გამყარების საშუალებას მისცემს, ამან შეიძლება, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შემცირება გამოიწვიოს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები