წვიმა და სეტყვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10-11 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +32, +37, სანაპირო რაიონებში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.
12-13 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი იქნება.
თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება”, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები