„საზოგადოება ივერიისა“ მახათას მთაზე ცენტრ-მუზეუმის პროექტის კონცეპტუალური დიზაინის შესაქმნელად საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსს აცხადებს

მიმდინარე წლის 8 მაისს, საქართველოს მთავრობის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ა(ა)იპ „საზოგადოება ივერიისას“ მიერ ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, ა(ა)იპ „საზოგადოება ივერიისა“ მიმდინარე წლის 10 ივნისს აცხადებს საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსს მხარეთა ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის მიმდებარედ, თანამედროვე და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის პროექტის კონცეპტუალური დიზაინის შესაქმნელად.
კონკურსი ღიაა და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ არქიტექტორს/არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საკონკურსო პირობებისა და ტექნიკური დავალების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ „საზოგადოება ივერიისას“ ვებ და facebook გვერდებზე: www.iveriisa.ge და https://www.facebook.com/iveriisa/ ასევე შემდეგ ვებგვერდებზე: www.jobs.ge, www.hr.ge, www.etenders.ge

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას/საპროექტო ჯგუფს გამოავლენს საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს მთავრობის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ა(ა)იპ „საზოგადოება ივერიისას“ წარმომადგენლებისაგან.

კონკურსით მოთხოვნილი პროექტის ჩაბარების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 ივლისი. საკონკურსო კომისია იმუშავებს 2019 წლის 25 აგვისტომდე. შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2019 წლის 28 აგვისტოსი.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები