აგარაში ქმარმა მეუღლე დაჭრა, თანასოფლელი მამაკაცი კი მოკლა
ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში მამაკაცმა ცოლი დაჭრა, თანასოფლელი მამაკაცი კი მოკლა.
წინასწარი ინფორმაციით, ქალსა და მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილ ქალბატონს სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
სავარუდოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი ეჭვიანობა გახდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.