პარლამენტში დღეს კობა გვენეტაძეს მოუსმენენ
საქართველოს პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მოუსმენენ.
გვენეტაძე საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს.
გარდა 2018 წლის ანგარიშისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დეპუტატებს შეკითხვები მიმდინარე აქტუალურ თემებთან დაკავშირებითაც ექნებათ.
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.