ლევან ნიკოლეიშვილი: აშკარად ჩანს. რომ ,,ნაციონალების” არყოფნამ ამ არჩევნებში მშვიდი და ნორმალური სურათი წარმოაჩინა

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, დღეს, მთაწმინდაზე მიმდინარე პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის შესახებ წერს.
„დღეს მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ვის ვინ უფრო მოსწონს “პოლიტიკური გემოვნების” საკითხია და შესაბამისად, თუ ვინ გაიმარჯვებს ამას საბოლოოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს. მაგრამ მთავარი და საყურადრებო ჩემთვის მაინც ის იყო, რომ კანდიდატებს შორის ოპონირება ცივილურად და კულტურულად მიმდინარეობდა. ამის მიზეზი კი ორი მარტივი რამ აღმოჩნდა- პირველი: ქვეყანა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც მიიწევს ევროპული ღირებულებებისკენ. და მეორე: აშკარად ჩანს რომ „ნაციონალების“ არყოფნამ ამ არჩევნებში მშვიდი და ნორმალური სურათი წარმოაჩინა. არადა, რომ ყოფილიყვნენ იქნებოდა ერთი კივილ-წივილი: შევარდეთ, შემოვარდეთ, გადავკეტოთ, ხმალი ავიღოთ და ასე შემდეგ…”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
დღეს, თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. 9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები