ირაკლი კობახიძე: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნებს მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ, სიყალბეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას ეხმაურება. მისი შეფასებით, ყოველივე ეს სიყალბე და რუსეთის მხრიდან ოკუპაციის გაგრძელებაა.
„ჩვენ ვიცით, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში სრულ კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. აქედან გამომდინარე, თავისთავად, ასეთი ე.წ. არჩევნები არის სიყალბე და იმის გაგრძელება, რასაც ჰქვია ოკუპაცია. ასეთ არჩევნებს ჩვენ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ“,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყებაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები