შალვა შავგულიძე – დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა

„ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, მთაწმინდის მაჟორიტარობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, შავლა შავგულიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
“მხოლოდ ამომრჩევლის აქტიურობით განისაზღვრება ამ არჩევნების შედეგი. ამომრჩევლის დაბალი აქტიურობის პირობებში, ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს მაჟორიტარად, მაგრამ თუ ამომრჩეველი, რომელიც აღარ ენდობა ივანიშვილის ხელისუფლებას და მიაჩნია, რომ ის შესაცვლელია და ასეთია მთაწმინდის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, იქნება აქტიური, მოვა არჩევნებზე და დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ასეთ შემთხვევაში დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა,” – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
მთაწმინდის N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს: N13 შალვა შავგულიძე და N41 ვლადიმერ კახაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები