პრემიერ-მინისტრი მონრეალში ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 9-10 ივნისს, მონაწილეობას მიიღებს ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც ქალაქი მონრეალი მასპინძლობს.

9 ივნისს პრემიერი სიტყვით გამოვა ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნით სესიაზე, რომელზეც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ პოტენციალსა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებს.

მონრეალში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს წამყვანი საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები