არჩილ თალაკვაძე: ნათია თურნავამ სცადა, ესაუბრა, როგორც მინისტრს, რომელიც უფრო მაღალ ამოცანებზეა პასუხისმგებელი

სახელმწიფოს პოზიციები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არის ის, რომ არის სტრატეგიული პროექტი და სახელმწიფოს თავისი ვალდებულებები ზედმიწევნით აქვს შესრულებული, რაც ევალებოდა და მომავალშიც მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ამ პროექტს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, განაცხადა.

მისი თქმით, ნათია თურნავამ სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან გასცა კითხვებს პასუხი და მაქსიმალურად სცადა ესაუბრა, როგორც მინისტრს, რომელიც უფრო მაღალ ამოცანებზეა პასუხისმგებელი.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცადეთ, რომ საქმიანი საკომიტეტო განხილვა ყოფილიყო. ისიც აშკარა იყო, რომ მინისტრმა არამხოლოდ და უფრო შეიძლება ითქვას, სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან გასცა თავისი პასუხები და მაქსიმალურად სცადა ესაუბრა როგორც მინისტრს, რომელიც რეალურად უფრო მაღალ ამოცანებზე არის პასუხისმგებელი, ვიდრე რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგია. თუმცა ისეც არ გამოვა, რომ რაც დღეს აქ პატივცემულმა კოლეგებმა საკითხები დააყენეს და ბევრი სრულიად უსაფუძვლო, ამას პასუხები არ გაეცეს. მოკლედ მინდა შევაჯამო, რაც მოვისმინეთ მინისტრისგან სaხელმწიფო პოზიციები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არის ის, რომ არის სტრატეგიული პროექტი და სახელმწიფოს თავისი ვალდებულებები ზედმიწევნით აქვს შესრულებული, რაც ევალებოდა და მომავალშიც მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ამ პროექტს. ეს ჩანს ბიუჯეტის დოკუმენტშიც და ეს ჩანს იმ განცხადებებსა და შეხვედრებში, რომელსაც ატარებს მთავრობა. ასე რომ , თუ ვინმეს სურს აქ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით შექმნას ისეთი ტიპის ხმაური, რომელიც მერე თვითონვე უნდათ, რომ მონათლონ ინვესტორების დასაფრთხობად ან თვითონვე უნდათ გამოიყენონ იმისათვის, რომ ამ პროექტის გარშემო ნისლი და ღრუბლები დააგროვონ, ეს იმ ადამიანების პოლიტიკურ სინდისზე იყოს. ერთი რამ ცხადია, რომ ეს პროექტი არის მთავრობის მიერ ინიცირებული და ერთი რამ ცხადია, რომ ვალდებულებები, რომელსაც აქ სახელმწიფო და კერძო სექტორი, რომელთაც აქვთ კონსეციუმი, ინაწილებენ სახელმწიფოს თავის მხრიდან აქვს პირნათლად შესრულებული და მომავალ ვალდებულებებსაც ასრულებს.

მეორე საკითხი – აქ ჰესებზე იყო საუბარი და არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბატონ ბოკერიას, რომლის ძირითადი უკმაყოფილებაც ჰესებთან დაკავშირებით იყო, რომ სახელმწიფომ და შსს-მ , და სხვათა შორის ბევრმა გაიზიარა ეს პათოსი და რიტორიკა, რატომ საფუძვლიანად არ დაარბიეთ იქ ადამიანები, რატომ არ უკუაქციეთ და რატომ ბოლომდე შური არ იძიეთ, როგორ გაგიბედეს იქო, რომ მანქანები დაიმტვრა და დაიწვაო. მერვე წელია ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება და რა ვერ გაიგო ამ ოპოზიციის ამ ნაწილმა, რომ ჩვენ და ხალხმა გაიგო ეს, რომ მათ მანქანები ერჩივნათ ადამიანებს და ამ ხალხმა ვერ გაიგო ის, რომ ჩვენს ხელისუფლებას უფრო მეტ ღირებულებად მიაჩნია ადამიანი, ვიდრე მანქანა. შესაბამისად , როცა მანქანა იმტვრევა და როცა საპოლიციო ძალა არის ჩასული პანკისში ან სხვა ნებისმიერ ლოკაციაზე იმისათვის, რაც მინისტრმა გახარიამ განგიმარტათ იქ და აქ ტყუილებს დაანებეთ თავი, გითხრათ, რომ ამ საპოლიციო ჩარევის მიზანი იყო , რომ დაპირისპირება ორ მხარეს შორის, მოქალაქეებს შორის არ მომხდარიყო და პოლიციამ თავის თავზე მიიღო ის აგრესია, რაც წარმოიშვა ამ პროცესში. მაინც იმ ვნებას ვერ ანებებთ თავს, რითიც მართავდით ქვეყანას და დღეს ითხოვდით საჯაროდ, რომ ბოლომდე რატომ არ დაარბიეთ ეს მოქალაქეები და როგორ გაგიბედეს, რომ იქ ერთი-ორი მანქანა დაგიმტვრიეს მოქალაქეებმაო. თქვენ ხომ ეგრე მართავდით? ენერგეტიკას ხომ ეგრე მართავდით და აგერ რა შედეგი მიიღეთ, რამდენი ჰესი ააშენეთ, ელექტროგენერაციაში რამდენი მეგავატი შექმენით. რამდენიმე ჰესი გაქვთ მაგ თქვენი რიტორიკით და მაგ თქვენი პატრიოტიზმით. ჩვენ 21-ზე მეტი ჰესი გვაქვს აშენებული და კიდევ რამდენიმე პროექტზეა აქ ლაპარაკი. მათ შორის არის განახლებადი წყაროების და ალტერნატიული წყაროების გამომყენებელი ელექტროსადგურები. მოდით, თქვენ როგორც გჯეროდათ, ხელისუფლებაში რა ღირებულებებითაც მუშაობდით, ეგრე გააგრძელეთ ახლა ოპოზიციაში და ჩვენ ჩვენი ღირებულებებით, სადაც ადამიანი არის მთავარი, გავაგრძელებთ მართვას და შევქმნით ახალ პროექტებს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები