ლადო კახაძემ საარჩევნო კამპანია ოქროყანაში შეაჯამა

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ საარჩევნო კამპანია ოქროყანაში შეაჯამა.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მმართველი გუნდის კანდიდატმა მთაწმინდის თითოეულ მცხოვრებს მადლობა გადაუხადა აქტიური მხარდაჭერისათვის და ამომრჩევლებს კვირას, 9 ივნისის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ყველა შეხვედრა, რაც საარჩევნო კამპანიის დროს გავმართე, იყო უაღრესად ნაყოფიერი და საინტერესო. მე დეტალურად ვიცი ჩემი მთაწმინდელების საჭიროება და გამარჯვებისთანავე დავიწყებ მუშაობას, რომ არსებული საკითხები მოკლე დროში გადავჭრათ. უღრმესი მადლობა მინდა, ვუთხრა თითოეულ მთაწმინდელს, თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებს და მარწმუნებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ძალიან ცოტა დარჩა საბოლოო გამარჯვებამდე“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები