“კარგი მოხელე ერთი მთავრობიდან მეორეში უნდა გადადიოდეს და მას სისხლიან რეჟიმს არ უნდა აძახებდნენ”

ოპოზიციონერი დეპუტატი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ კარგი კადრი ერთი მთავრობიდან მეორეში უნდა გადადიოდეს, თუმცა მას სისხლიან რეჟიმს არ უნდა აძახებდნენ. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, პოლიტიკურ ფიგურას შეხედულებები არ გააჩნდეს და ისე გადადიოდეს სხვა ხელისუფლებაში, მაგრამ ესეც მისი არჩევანია.
„მინისტრის მოადგილე და მინისტრი არ არიან სახელმწიფო მოხელეები, ისინი პოლიტიკური ფიგურები არიან. კარგი მოხელე ერთი მთავრობიდან მეორეში უნდა გადადიოდეს, მას სისხლიან რეჟიმს არ უნდა აძახებდნენ, არ უნდა იჭერდნენ და დაკითხვაზე არ უნდა დაჰყავდეთ. ეს ეხება „ქართულ ოცნებას“ და მომავალში ეს არ უნდა მოხდეს.
​თუ პოლიტიკურ ფიგურას შეხედულებები არ გააჩნია და ერთი ხელისუფლებიდან მეორეში გადადის, ეს პრობლემაა, მაგრამ მისი არჩევანია”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისათვის, აღნიშნული განცხადება ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კახა ოქრიაშვილს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„აკრძალულია, კარგი სახელმწიფო მოხელე იყო და უპარტიო? ხვალ რომელიმე პარტია მოვიდეს, ეს ადამიანი უმუშევარი უნდა დარჩეს?“, – მიმართა ბოკერიას ოქრიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები