ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7384 შეადგინა.
ამასთან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 6 ივნისს გუშინ გამართულ სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
ეროვნული ბანკი დოლარს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსების მიზნით ყიდულობს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები