გია ჟორჟოლიანი: ის, რომ ქვეყნის განვითარება მხოლოდ ანაკლიის პროექტთან არის დაკავშირებული, უპასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ფოთელების მიმართ

“მე მესმის კარგად, რომ, სპეციფიკური პირობების გამო, ანაკლიას გარკვეული პრიორიტეტი მივანიჭეთ, მაგრამ ამის პარალელურად რატომ უნდა შევზღუდოთ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა”, – ამის შესახებ დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა დარგობრივი ეკონომიკისა თუ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მან  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მიმართა.
“ერთი სიტყვით, ღია კარის მტვრევას აქვს ადგილი, რომ სახელმწიფომ აღიაროს ანაკლიის პროექტის პრიორიტეტი და საკმარისად მტკიცედ განაცხადოს ეს, არ ვიცი, დაფიცებით სიტყვის დათქმით, თუ ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რომ სხვა არაფერი იქნება, ვიდრე ეს არ განხორციელდება. რამდენადაც ყველა ინფორმაციას გავეცანი, მათ შორის, რაც თქვენ აქ ბრძანეთ, ერთ რაიმეზე მინდა მადლობა გითხრათ, რომ თქვენგან პირველად გავიგე დღეს ამ ჯადოსნური სიტყვის უკან რა დგას. თქვენ ბრძანეთ, რომ ეს არის ტვირთების გატარების განსაკუთრებული შესაძლებლობა და ამ თვალსაზრისით არის ეს ასე და არა იმიტომ, რომ აი, აქ გეოპოლიტიკაა და რაღაც. ე. ი. ეს გასაგებია. მაგრამ მე გისვამთ შემდეგ კითხვას. ვთქვათ, ამ პროექტის განვითარება გარკვეულ შეფერხებებს იწვევს არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ეს მოინდომა, არამედ ეკონომიკური მიზანშეწონილობა თავის დროზე ვიღაცას არ ჰქონდა დათვლილი, კონსორციუმს არ შეუძლია რაღაცა მიზეზების გამო, ვიღაცა გავიდა, მაგალითად, ამერიკული კომპანია აქტიურად აღარ მონაწილეობს და ა. შ. მე მესმის კარგად, რომ სპეციფიური პირობების გამო ანაკლიას გარკვეული პრიორიტეტი მივანიჭეთ, მაგრამ ამის პარალელურად რატომ უნდა შევზღუდოთ, რასაც თქვენ ბრძანებთ , რომ თუ წესის დარღვევით იყო ნებართვა გაცემული, ეს არ უნდა მოხდეს. მაგრამ თვითონ საკითხი იმის თაობაზე, თუნდაც იმ ჩარჩოებში, რაზეც აქაც იყო ლაპარაკი, რომ გარკვეულ ჩარჩოებში, რომელიც ეჭვის ქვეშ არე დააყენებს ამ პრიორიტეტს, რატომ უნდა იყოს შეზღუდული და აპრიორი ყველას მიერ, ასე ვთქვათ, ხელაღებით უარყოფილი ყველა სხვა შესაძლებლობა საპორტო საქმიანობის განვითარებისა?! თქვენ ხომ ბრძანეთ, რომ ერთ-ერთი პეესი იქ მუშაობს. რამდენადაც მე მესმის, მაერსკი არის ლიდერი კომპანია . ე. ი ეს კომპანია რაღაცას ლაპარაკობს – 250მლნ უნდა დავდო, კიდევ ამას რაღაც ემატება და ა. შ. . ე.ი. ფოთიც საქართველოა, ხომ?! ფოთელებიც ხომ ქართველები არიან?!ეს ხალხი უყურებს. თუ ეს შესაძლებელია და ეს ამ ქალაქის განვითარებას, ამ მოსახლეობის დასაქმებას, შემოსავლების ზრდას ხელს შეუწყობს, რატომ არ უნდა გახდეს ეს განხილვის საგანი? და რაღაც მითიური… მე მესმის რომ ანაკლიის კონკურენტი ფოთი შეიძლება არ იყოს. მოვაქციოთ რაღაც ჩარჩოებში. იმას კი ნუ ვიტყვით, რომ არ არის გაცემული ნებართვა და მორჩა. რა ტიპის არის. თქვენ ბრძანებთ, რომ ტექნიკურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. რა ტიპის არის? შეიძლება ეს ნებართვა გაიცეს, შეიძლება ფოთში ეს გაკეთდეს. ამ წუთში არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ შემოსული იმაზე, ტექნიკურად როგორ მოხდა, მაერსკიც ვიღაცა ხომ არ არის. თუ სადმე სამართლებრივი და საარბიტრაჟო საქმიანობაა, მასაც შეუძლია რაღაც საკითხები დააყენოს. ეგ როგორ არის „მოგვეცი, ხვალ წამართვი და რაღაცა, ეგრე არ არის, ხომ მარტივად? მაგრამ ამ წუთში მე მარესკიზე და ინვესტორზე არ ვლაპარაკობ, ყველა ეს ინვესტორები გვჭირდება ქვეყნის განვითარებისთვის. იმათთვის ხომ არ ვაკეთებთ ამას? ამ ქვეყნისთვის ვაკეთებთ. ე. ი . ფოთის მერი გამოვიდა და თქვა, რომ ქალაქი განვითარდება. ნიკო ნიკოლაძის მთავარი იდეა იყო ფოთში პორტი. ეს ხალხი ამას უყურებს, იმ ადამიანებისთვის მერის ნათქვამი იყო პერსპექტივის მაჩვენებელი, ახლა ყველა ერთხმად, უნისონში ვლაპარაკობთ, რომ აპ-აპ-აპ, ეგ არ მოხდება. რატომ არ უნდა მოხდეს? თუ ეს ამ პრიორიტეტს არ უშლის ხელს, შევისწავლოთ ეს საკითხი და ასე ხელაღებით და დისკუსიის ,და ვიღაცას მეტი შესაძლებლობა აქვს , მეტი ფული აქვს და მეტს გამოვა ტელევიზიით და მეტი ლობისტი ჰყავს? ამის გამო უნდა უარი ვთქვათ ფოთელებზე? უარი უნდა ვთქვათ სხვა ადგილების განვითარებაზე? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ტექნიკურად არ შემიძლია ახლა ვთქვა, რამდენი მეტრით რომელი რანაირად უნდა გაკეთდეს, მაგრამ ის, რომ სხვა რაიმეზე ლაპარაკი აქ არ იქნება და ყველა სხვა იქნება უარყოფილი და ქვეყნის განვითარება მხოლოდ ანაკლიის პროექტთან არის დაკავშირებული, მგონია, რომ დიდი შეცდომაა და უპასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ფოთელების მიმართ და მთელი საქართველოს მოქალაქეების მიმართ. დიდი მადლობა”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა. მის პათოსს დეპუტატი რომან კაკულიაც დაეთანხმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები