ირაკლი მეზურნიშვილი ანაკლიის პორტის პროექტზე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პროექტი არის მთავრობის ინიციატივა

“მას შემდეგ, რაც დაიწყო ანაკლიის პროექტი, ნათლად ჩანდა, რომ მთავრობამ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა ამ პროექტს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პროექტი არის მთავრობის ინიციატივა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა თუ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას კითხვით მიმართა.
“მას შემდეგ, რაც დაიწყო ანაკლიის პროექტი, ნათლად ჩანდა, რომ მთავრობამ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა ამ პროექტს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პროექტი არის მთავრობის ინიციატივა. ამ პროცესში მხარდაჭერა გამოიხატებოდა იმაშიც, რომ კონსორციუმის ვალდებულებები, რომლებიც აღებული ჰქონდა კონსორციუმს, არაერთხელ გადავადდა. ახლაც რომ ვნახოთ პირობებში, ივნისის ბოლოს იწურება ვალდებულებების პირველი ვადა, როდესაც უნდა დაიწყოს ანაკლიის პროექტის მშენებლობის პირველი ეტაპი. მაინტერესებს, აპირებს თუ არა მთავრობა, მორიგ ჯერზე გადაავადოს ეს ვალდებულება, წავიდეს თანამშრომლობაზე კონსორციუმთან და თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, რა არის არგუმენტები?”, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები