„თი-ბი-სი“ ჯგუფმა ლონდონში ინვესტორების დღეს უმასპინძლა

„თი-ბი-სი ჯგუფმა“ ლონდონში ინვესტორების დღე გამართა. ღონისძიება საფონდო ბირჟის ოფისში ჩატარდა და მას 120-მდე ინვესტორი, ანალიტიკოსი და ფინანსური სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.
ღონისძიებაზე „თი-ბი-სის“ ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებმა „თი-ბი-სი ჯგუფის“ ფინანსური და ტექნოლოგიური მიღწევების, მიზნებისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ ინვესტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებსაც, სადაც განვითარება და ზრდა „თი-ბი-სი ჯგუფის“ სტრატეგიის ნაწილია.
ინვესტორების დღე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. „თი-ბი-სის“ მენეჯმენტის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიისთვის პრეზენტაციები შემდეგ თემებზე გამართეს: ბიზნესსტრატეგია, ფინანსური შედეგები, სრულად ციფრული ბანკი სფეისი, მაკროეკონომიკური მიმოხილვა, რისკ-მენჯმენტი, საცალო, კორპორაციული და საინვესტიცი საბანკო მომსახურება, მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესი, „თი-ბი-სი დაზღვევა“, სიახლეები აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრებზე, „ეჯაილის“ სტურქტურა და სხვა.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ინვესტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელებისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
წელს „თი-ბი-სი ჯგუფმა“ ინვესტორების დღეს ლონდონში უკვე მეხუთედ უმასპინძლა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები