“დღის წესრიგით გვაქვს რამდენიმე მწვავე სადეპუტატო კითხვა და ვაპირებ, ყველა მათგანს გავცე ამომწურავი პასუხი“,- ამის შესახებ პარლამენტში ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამ წუთებში, პარლამენტში დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოსმენა იწყება. ნათია თურნავა პარლამენტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.
“დღის წესრიგით გვაქვს რამდენიმე მწვავე სადეპუტატო კითხვა და ვაპირებ, ყველა მათგანს გავცე ამომწურავი პასუხი. დეპუტატებს, ასევე, აქვთ სურვილი და ვაპირებ, გავაცნო უახლოესი პრიორიტეტები ისეთ საჭირო პროექტებზე, როგორებიცაა: სიღარიბის დაძლევა, უფრო მეტად კოორდინირებული და ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკა და გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.