სოფიო ქაცარავა გლობალური უსაფრთხოების ფორუმში (GLOBSEC) მიიღებს მონაწილეობას

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა 6-7 ივნისს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ბრატისლავას გლობალური უსაფრთხოების ფორუმში (GLOBSEC), რომლის ძირითადი თემები იქნება ევროპული ინტეგრაცია, თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატიისა და ლიბერალური წესრიგის გამოწვევები.
სოფიო ქაცარავა, მონაწილეობას მიიღებს პანელზე სახელწოდებით „რუსეთი და დასავლეთი”, სადაც დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები და შესაძლო შეთანხმებები განიხილება.
გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავას ფორუმი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული კონფერენცია ევროპაში, რომელიც ტრადიციულად მასპინძლობს 1000-ზე მეტ სტუმარს, 60 ქვეყნიდან.
„გლობალური უსაფრთხოების კონფერენცია არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ფორუმი, სადაც თავს იყრის 60 ქვეყნის წარმომადგენელი და მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ასეთი მაღალი დონის ტრიბუნიდან ვისაუბრო ჩვენი ქვეყნის გამოცდილებასა და არსებულ გამოწვევებზე”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
სლოვაკეთში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს სლოვაკეთის და ფორუმში მონაწილე სხვა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები