„მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში არაადეკვატურად მკაცრი ზომები აღარ იქნება მიღებული“

 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში არაადეკვატურად მკაცრი ზომები აღარ იქნება მიღებული, ხოლო სააფთიაქო ნარკომანიასთან მიმართებაში აბსურდულად ლიბერალური მიდგომაც აღარ იქნება.
მისი თქმით, მთავრობა უახლოეს მომავალში ნარკოსტრატეგიასთან დაკავშირებით ახალ დოკუმენტს წარმოადგენს.
“ნარკოპოლიტიკა, ზოგადად, მოიაზრებს რამდენიმე მიმართულებას. ეს მიმართულებებია – მაგალითად, მარიხუანასთან და ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებთან მიმართული პოლიტიკა. არის თვითონ ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა-რეაბილიტაციის პოლიტიკა და სააფთიაქო ნარკომანია. მსუბუქ ნარკოტიკებთან დაკავშირებით იყო არაადეკვატურად მკაცრი დამოკიდებულება, სააფთიაქო ნარკომანიასთან კი – აბსოლუტურად აბსურდამდე მისული ლიბერალიზაცია. ამოცანაა, რომ არა მხოლოდ მარიხუანაზე ვიმუშაოთ; რა თქმა უნდა, ეს აბსურდული გამკაცრება არის გასასწორებელი, მეორე მხრივ, მთლიანად პოლიტიკაა წესრიგში მოსაყვანი,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები