გუდაურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო

გუდაურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც უცხოეთის მოქალაქე, პარაპლანით ფრენისას, მდინარე არაგვში ჩავარდა და გარდაიცვალა, შსს-მ გამოძიება დაიწყო. ​მათი ცნობით, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

​”შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში, ღუდის ხეობაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 1997 წელს დაბადებული ი.ნ. და ტურისტი, ფილიპინების მოქალაქე ბ. მ. პარაპლანით გუდაურიდან გამოფრინდნენ, ღუდის ხეობაში კი მართვა დაკარგეს და მდინარე არაგვში ჩავარდნენ. მომხდარის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე გარდაიცვალა”,-ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები